პირველი მარტიდან გურჯაანის ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს განაახლებენ
პირველი მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება. გაიხსნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის 35 საბავშვო ბაღიც.
სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის განმარტებით,პროცესი არ დაიწყება მხოლოს სოფელ გურჯაანის და ნანიანის საბავშვო ბაღებში.
„ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. ჩატარდება თერმოსკრინინგი, იქნება დეზობარიერები, სადეზინფექციო სითხეებით დამუშავდება შენობები. ტესტირება ჩაუტარდება ყველა თანამშრომელს. აქედან 80 პროცენტი ჩაიტარებს სწრაფ ტესტირებას, ხოლო პისიარს 20 პროცენტი. გაკეთდა სიები, რომელიც გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს. ტესტირება ჩატარდება ორ კვირაში ერთხელ და ჩვენ ეს სიები უნდა განვაახლოთ. თანამშრომელი რომელიც პირველი მარტისთვის პისიარ ტესტით დაიტესტება, შემდეგ უკვე სწრაფი ტესტით დასატესტთა სიაში გადავა. “

შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრის ბრძანებით პირველი მარტიდან სააღმზრდელო პროცესი განახლდება კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / გურჯაანი /