თუ გინდათ, შეინარჩუნოთ მოხსნილი შეზღუდვები უნდა ატაროთ პირბადე - თენგიზ ცერცვაძე
თუ გინდათ, შეინარჩუნოთ მოხსნილი შეზღუდვები და ნორმალური ცხოვრება, უნდა ატაროთ პირბადე უფრო მეტად, ვიდრე ატარებდით, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

სპეციალისტები პირბადის ტარებასა და რეკომენდაციებზე უარის თქმას ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევენ და მოსახლეობას აფრთხილებენ, არ გავიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც ზაფხულში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის რისკის ქვეშ დადგება.

შეგახსენებთ, რომ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google