საქართველოში კიდევ 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 485 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270,137-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 264,047-ს.

| Print |
FaceBook Twitter Google