საქართველოში კოვიდის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა
საქართველოში, ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდინფიცირების შემთხვევის პირველი გამოვლენიდან 1 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ინფიცირების სულ 269 800 შემთხვევა დაფიქსირდა საიდანაც 1.3% - 3475 ადამიანი გარდაიცვალა, 97.7% - 263 700 კი გამოჯანმრთელდა.
ვირუსთთან ბრძოლის სახელით დაწესებულმა რეგულაციებმა მოსალოდნელი 5%-იანი ზრდის ნაცვლად ეკონომიკა 6.1%-ით შეამცირა. მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად საქართველო მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწიონებით დაავადების გავრცელების მხრივ მე-16 ადგილზე იმყოფება, გასული წლის მეოთხე კვარტალში ათეულში იკავებდა პოზიციას, რამდენიმე დღით გავრცელების სისწრაფით #1 სახელმწიფოც კი გახდა.
კოვიდთან მოსალოდნელი ბრძოლისთვის მზადება პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე 1 თვით ადრე დაიწყო. 28 იანვარს მთავრობამ ვირუსის გავრცელების პრევენციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, 29 იანვარს ჩინეთთან და 23 თებერვალს ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა 1 თვის ვადით 21 მარტს გამოცხადდა.

| Print |
FaceBook Twitter Google