ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების
მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ
უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ამის შესახებ
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13:00
საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა
და მერაბ კოსტავას გამზირზე.მსვლელობისა და აქციის დროს ასევე
შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ
შემდეგ ქუჩებზე:
• ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა
• მიტროფანე ლაღიძის ქუჩა
• ბესიკის ქუჩა
• ლესია უკრაინკას ქუჩა
• ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა
• 9 აპრილის ქუჩა
• ანტონ ფურცელაძის ქუჩა
• არჩილ ჯორჯაძის ქუჩა
• გია ჭანტურიას ქუჩა
• რეზო ლაღიძის ქუჩა
• ვასო აბაშიძის ქუჩა
• მესხიას ქუჩა
ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი
ალტერნატიული გზებით: მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის
გავლით, ასევე, ჭონქაძის ქუჩის გავლით, ზემო ვერის მიმართულებით.
ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის
ეკიპაჟები არეგულირებენ. აქცია-მსვლელობის დამთავრებისთანავე მოძრაობა
ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები