ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე.მსვლელობისა და აქციის დროს ასევე შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ შემდეგ ქუჩებზე:

• ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა
• მიტროფანე ლაღიძის ქუჩა
• ბესიკის ქუჩა
• ლესია უკრაინკას ქუჩა
• ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა
• 9 აპრილის ქუჩა
• ანტონ ფურცელაძის ქუჩა
• არჩილ ჯორჯაძის ქუჩა
• გია ჭანტურიას ქუჩა
• რეზო ლაღიძის ქუჩა
• ვასო აბაშიძის ქუჩა
• მესხიას ქუჩა

ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი ალტერნატიული გზებით: მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, ასევე, ჭონქაძის ქუჩის გავლით, ზემო ვერის მიმართულებით.
ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. აქცია-მსვლელობის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შეზღუდვა / შსს /