საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გიორგი წერეთელი, 2018 წლის აპრილიდან საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

| Print |
FaceBook Twitter Google