ნიკა მელია გირაოს გადახდაზე პოზიციას არ ცვლის
ნიკა მელია გირაოს გადახდაზე პოზიციას არ ცვლის - „ნაციონალური მოძრაობის“ საპატიმროში მყოფი თავმჯდომარის აზრს მედიას დღეს ისინი აცნობენ, ვინც თანაგუნდელის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ.

ოპოზიციაში პროკურატურის შეთავაზებას აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლების წესებით თამაშს არ აპირებენ. შეგახსენებთ, რომ გენერალურმა საგამოძიებო უწყებამ ნიკა მელიას თავისუფლების სანაცვლოდ გირაოს გადახდა გუშინ შესთავაზა.

დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. აქციის გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

| Print |
FaceBook Twitter Google