კახეთში თბილი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში უმეტესად მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი. უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსამდე გათბება.
მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან, უღრუბლო ამინდს პროგნოზირებენ თელავში, სადაც დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.+10 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /