დღეიდან მუშაობას ბიბლიოთეკებიც განაახლებენ
დღეიდან ბიბლიოთეკებიც იხსნება. პირბადე და დისტანციის დაცვა ბიბლიოთეკებშიც აუცილებელია. მომხმარებლებს სამკითხველო დარბაზის მაგიდებთან 2-მეტრიანი დისტანციით განათავსებენ. მანამდე ისინი დეზობარიერსაც გაივლიან.

სიახლეა ის, რომ გამოყენებული ლიტერატურა, რომელსაც მკითხვები ბიბლიოთეკებში დააბრუნებს, წავა 72 საათით კარანტინში, ვიდრე მას თაროებზე დააბრუნებენ. 2 მარტიდან კი მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი რეგულაცებით განაახლებენ მუშაობას მუზეუმები. გაკონტროლდება სამუზეუმო სივრცეებში მოქალაქეთა რაოდენობა. სავალდებულო იქნება თერმოსკრინიგი, პირბადის ტარება და დეზობარიერის გავლა.

| Print |
FaceBook Twitter Google