ტრენინგების და კონფერენციებისა ჩატარება უკვე შესაძლებელია
ტრენინგების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დღეიდან უკვე შესაძლებელია. ჯანდაცვის სამინისტრომ მათთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.
კერძოდ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით და შესაბამისი წესების დაცვით უნდა მოხდეს აუდიტორიების დანლაგება, ზოგადი რეკომენდაციები კი იგივე რჩება - პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია დეზობარიერების განთავსება, სადეზინფექციო ხსნარების განთავსება და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება.

| Print |
FaceBook Twitter Google