საქართველოში კიდევ 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
stopcov.ge- ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 270 918 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 265 523, გარდაიცვალა 3 520 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google