ახმეტაში სიჩქარის კონტროლის კამერები ჩაირთო

დღეიდან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის ოთხი სექცია ამოქმედდა.


1. ახმეტის მუნიციპალიტეტი - სოფელ მატნიდან სოფელ დუისამდე
(ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

2. ახმეტის მუნიციპალიტეტი - სოფელ დუისიდან სოფელ ჯოყოლომდე
(ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

3. ახმეტის მუნიციპალიტეტი - სოფელ ჯოყოლოდან სოფელ დუისამდე
(ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

4. ახმეტის მუნიციპალიტეტი - სოფელ დუისიდან სოფელ მატნამდე
(ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ).

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით სულ, საქართველოს მასშტაბით, უკვე 1213 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

 

| Print |
FaceBook Twitter Google