AstraZeneca-ს შემოტანაში ხელს არაფერი გვიშლის - თამარ გაბუნია

ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით დავიწყოთ. შესაძლოა, მანამდე Pfizer-მაც მოგვისწროს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„პროცესი სამმხრივია: საქართველოს მთავრობა, COVAX-ი და Pfizer-ი. დღევანდელ ეტაპზე, საქართველოს მთავრობის მხარეს რა პირობაც იყო დაყენებული, სრულად შესრულებულია. ჩვენ ველოდებით დაზუსტებას Pfizer-ის“ მხრიდან, რა იქნება დამატებითი კონკრეტული მოთხოვნები ფინანსურ გადაზღვევასთან დაკავშირებით. Covax ძალიან აქტიურადაა ჩართული ამ პროცესის ფასილიტაციაში, რადგან Covax-ისთვისაც რეპუტაციულია ის დაპირება, რაც ჩვენ მივიღეთ, რომ თებერვლის შუა რიცხვებში მივიღებდით ვაქცინას Pfizer-სგან, ჯერჯერობით ეს ვაქცინა არ გვაქვს. ეს კვირა ვფიქრობ, საბოლოო იქნება იმისთვის, რომ გადაწყდეს ყველა ის კითხვის ნიშანი, რომელიც Pfizer-ის მხარეს შეიძლება იყოს დამატებით პირობებთან დაკავშირებით. AstraZeneca-ს შემოტანაში ხელს არაფერი გვიშლის, სამივე მხარე უკვე გამართულია. მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში უნდა შემოვიდეს პირველი დოზები. ამ კვირაში თანხის გადარიცხვას ვასრულებთ „იუნისეფისთვის“, რომ მოგვაწოდოს პირველი დოზები. ვფიქრობ, მარტის ბოლოდან შეგვეძლება ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით დავიწყოთ. შესაძლოა, მანამდე Pfizer-მაც მოგვისწროს“, - აღნიშნა მან

| Print |
FaceBook Twitter Google