კახეთში თოვლჭყაპია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა ღამით -4 გრადუსამდე დაიწევს.
თოვლჭყაპია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი --2 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც თოვლჭყაპია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლჭყაპს პროგნოზირებენ თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი. +7 და თოვლია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

| Print |
FaceBook Twitter Google