გურჯაანში ექვსმა მუზეუმმა დღეს სამუშაო პროცესი განაახლა
დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუშაობას განაახლებენ მუზეუმები, სადაც რეგულაციებს მკაცრად გააკონტროლებენ.
განისაზღვრება სამუზეუმო სივრცეებში მოქალაქეთა რაოდენობა. სავალდებულო იქნება თერმოსკრინიგი, პირბადის ტარება და დეზობარიერის გავლა. გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორის, ეკა ბეროშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტში მუშაობა ექვსმა მუზეუმმა განაახლა.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მთავრობის რეკომენდაციების დაცვით, ექვსმა მუზეუმმა განაახლა სამუაშაო პროცესი. გადაცევით დეზობარიერები, თერმომეტრები, ხელის სადეზინფექციო ხსნარები და ა.შ. “

შეგახსენებთ, რომ გუშინ მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმაც.

| Print |
FaceBook Twitter Google