გურჯაანში კიდევ 11 კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემთხვევა სოფელ კარდენახში და შაშიანშია. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დღის მონაცემებით კახეთში კორონავირუსის სულ 461 შემთხვევა დაფიქსირდა.

| Print |
FaceBook Twitter Google