სტაბილიზაციისკენ მივდივართ, მაგრამ „თავში არ უნდა აგვივარდეს“- ამირან გამყრელიძე
მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ „თავში არ უნდა აგვივარდეს“ ახლა და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ შევინარჩუნებთ ეპიდსიტუაციას.სიტუაცია სტაბილიზირდება ქვეყანაში, მაგრამ ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ მოვერიეთ ჩვენ და დავამარცხეთ კორონავირუსი. აუცილებელია ყველა ამ რეკომენდაციის დაცვა, რასაც ჩვენ ხშირად ვამბობთ და მათ შორის, ყველაზე მთავარი არის პირბადე. ის, რომ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში, ისრაელში, რომელმაც 100 ათას მოსახლეზე ყველაზე მეტი ადამიანი აცრა, ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად მაინც არის 4 ათასი, ამიტომ ძალიან გამკაცრებულია ყველა რეკომენდაციაზე აღსრულების კონტროლი. ვაქცინაცია ახალ შემთხვევათა რიცხვზე მოქმედებს გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ახლოვადიან პერსპექტივაში ის გარკვეულწლად ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და გართულებებს. აქედან გამომდინარე, ნიღაბი, ხელებისდაბანა, დისტანციის დაცვა და დიდი შეკრებებისთვის თავის არიდება აუცილებლად კარგა ხანს დაგვჭირდება“, - განაცხადა მან

| Print |
FaceBook Twitter Google