საქართველოში კიდევ 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში პირი 3,451 ემსხვერპლა.

ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271,739-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 265,805-ს. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google