ხელოვნული სუნთქვის აპარატზე 95 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 194 თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 14, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 35, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 25, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 367, საიდანაც: 1 477 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 247 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი, 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 739 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 6 253 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 258 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google