კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 7%-ით გაიზარდა -ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 2.6 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც, წინა კვირასთან შედარებით, 7%-ით მეტია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შემთხვევებმა მოიმატა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (14%-ით), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (9%-ით), ევროპაში (9%-ით) და ამერიკაში (6%-ით).
ჯანმო-ს მონაცემებით, ინფიცირების ყველაზე მეტი რაოდენობა შემდეგ 5 ქვეყანაში დაფიქსირდა : აშშ-ში (472 904 ახალი შემთხვევა), ბრაზილიაში (373 954), საფრანგეთში (149 959), იტალიასა (112 029 ახალი შემთხვევა) და ინდოეთში (105 080 ახალი შემთხვევა

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით 63 000-მდე ადამიანი დაიღუპა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 6%-ით ნაკლებია.

| Print |
FaceBook Twitter Google