ზოგიერთ ტრენაჟორზე პირბადის მოხსნა აიკრძალება
15 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, ფიტნეს დარბაზები გაიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე თებერვლის ბოლო კვირაში მიიღეს.
შედეგად, განახლდა რეკომენდაციები და მოთხოვნები, რომლის დაცვითაც მოუწევს ობიექტებს საქმიანობის განახლება. მათ შორის, რეკომენდაციების თანახმად, ტრენაჟორების დარბაზში შესაბამი წესების დაცვა იქნება სავალდებულო:

სავარჯიშო დარბაზის ყოველ 6 კვ. მეტრ ფართობზე დაიშვება 1 ვიზიტორი;

გასახდელები გამოიყენება მხოლოდ პირადი ნივთებისთვის;

პირებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ საკუთარი რეკვიზიტები: გასახდომი ქამრები, ხელთათმანები და ა.შ. ;

ყველა პირი ვალდებული იქნება კლუბში შესვლისას და კლუბში ყოფნისას ყველა ზონაში ატაროს ნიღაბი, გარდა მაღალი ინტენსიური (კარდიო ვარჯიშები, ანაერობული ვარჯიშები, ფიქსირებული მძიმე წონების ვარჯიშები ჰამერზე, სხვა მაღალინტენსიური აქტივობა) ვარჯიშების შესრულებისა.

რეკომენდაციების მიხედვით, ტრენაჟორები და კარდიოტრენაჟორები იმგვარად უნდა იყო განთავსებული, რომ მათ შორის 2 მ-იანი დისტანცია დაცული იყოს. ხოლო თუ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება ტრენაჟორები ერთმანეთისგან უნდა გამოიყოს, დამცავი ტიხრებით/ბარიერებით. იმ შემთხვევაში კი თუ დისტანციის დაცვა და ბარიერით გამოყოფაც ვერ ხერხდება, მაშინ ინვენტარი უნდა დაილუქოს.


| Print |
FaceBook Twitter Google