კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 133 ადამიანს დაუდასტურდა, 276 კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 271 872 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 266 081, გარდაიცვალა 3 553 პაციენტი. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 10 678, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5 456, PCR ტესტით - 5 222.

კარანტინის რეჟიმშია 316, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 1 426. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 150 მოქალაქე.

| Print |
FaceBook Twitter Google