Novavax-თან ვაქცინის მილიონი დოზის მოწოდებაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია- თენგიზ ცერცვაძე
საქართველო ივნისის ბოლოს Novavax-ის ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეთანხმება უკვე მიღწეულია და მას წინ არაფერი უდგას. მოწოდება კი დაახლოებით ივნისის ბოლოსთვის იგეგმება.
„ეს, პრაქტიკულად გადაწყვეტს პირველი წლის იმუნიზაციის საკითხს. საქართველომ Novavax-თან ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა კომუნიკაცია, რასაც გვსაყვედურობენ ოპონენტები, რატომ დიდი ხნით არ დაიწყეთ კომუნიკაციაო. ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ არის, მაგრამ არსებული ინფორმაციით, Novavax-თაც ორჯერ აცრა იქნება საჭირო,"- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google