რვა მარტს ქალბატონებს ყვავილებით დაასაჩუქრებენ
წელს პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გურჯაანში ღონისძიება არ გაიმართება.

მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ ფურცელაძის განმარტებით, მუნიციპალუტეტის მერი მანდილოსნებს ყვავილებით დაასაჩუქრებს.

„ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო, რვა მარტს ღონისძიება არ გაიმართება. მუნიციპალიტეტის მერი და მოადგილეები ამ დღეს დილით ქუჩაში ქალბატონებს დაურიგებენ ყვავილებს და ამით მიულოცავენ ქალთა დღეს. მსვლელობა მთავარი ქუჩიდან დაიწყება და სხვა ქუჩებზეც გადავინაცვლებთ. შეზღუდვების გამო, ამ ეტაპზე მხოლოდ ამით შემოვიფარგლებით,“ _ აღნიშნა მან.


| Print |
FaceBook Twitter Google