ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 87 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 133 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი-78 თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 3, იმერეთი - 20, ქვემო ქართლი - 1, შიდა ქართლი - 8, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 212, საიდანაც: 1 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 249 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, 150 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 636 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 316 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 997 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google