მარტში ყოველკვირეულად 70, ხოლო ზაფხულში დაახლოებით 200 ფრენა განხორციელდება- ნათია თურნავა
რეგულარული სამგზავრო ფრენები მარტის განმავლობაში კვირაში 70-მდე ფრენა განხორციელდება, ხოლო დღეს მიღებული განაცხადებით, ზაფხულში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 200 ფრენამდე გაიზრდება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა

მინისტრის ინფორმაციით, ფრენები განაახლეს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა“, „ფლაი დუბაიმ“, „ეარ არაბიამ“, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა, როგორიცაა „თურქეთის ავიახაზები“, „პეგასუსი“, „ყატარის ავიახაზები“ - ფრენის სიხშირე. მისივე თქმით, მარტის ბოლოდან „ვიზეარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განაახლებს ფრენებს და კვირაში 45 რეისს 20 მიმართულებით გეგმავს.

ნათია თურნავას თქმით, ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის შედეგად, მარტის ბოლოდან ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია „ვიზ ეარ აბუ-დაბი და ფრენებს შეასრულებს აბუ - დაბი - ქუთაისი - აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით.

| Print |
FaceBook Twitter Google