შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ტელენევროლოგმა, დავით მრელაშვილმა
კახეთის რეგიონს “ფაიზერის” ვაქცინის შესანახი – 80 გრადუსიანი
მაცივარი აჩუქა.
ქართველი ნევროლოგის ინფორმაციით, მაცივარი 529 ლიტრის
ტევადობისაა.
“მაცივარი სრულად აკმაყოფილებს კახეთისთვის “ფაიზერის” ვაქცინის
ტევადობას და როცა ვაქცინა შემოვა, რეგიონი შეძლებს უსაფრთხოდ
შეინახოს ყველასთვის სამყოფი დოზა”- განაცხადა მრელაშვილმა.
„ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა საქართველოს თებერვლის ბოლოს
უნდა მიეღო, თუმცა, პროცესი ჯერჯერობით გადადებულია და ვაქცინის
მიღების კონკრეტული თარიღი, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
ცნობისთვის, დავით მრელაშვილმა საკუთარი ხარჯებით დ
ეკემბრის თვეში თელავის ცენტრალური საავადმყოფოსთვის
საწოლები შეიძინა
მასალის გამოყენების პირობები