ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული თბილისში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 176 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 17, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 30, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 680, საიდანაც: 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 267 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, 142 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 151 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 312 ადამიანი,თვითიზოლაციაში იმყოფება 6 174 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google