გურჯაანში საცურაო აუზი პირველი აპრილიდან გაიხსნება
პირველი აპრილიდან  გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზი განაახლებს მუშაობას. სპორეტული გაერთიანების ხელმძღვანლის გელა დალაქიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„რეგულაცია გვეხსნება 15 მარტს, მაგრამ ჩვენ უკვე დავიწყეთ აუზის დასუფთავება და შეკეთება. ამ კვირაში მოვრჩებით და დავიწყებთ წყლის შეშვებას. დასჭირდება ალბათ ათი დღე სანამ გავათბობთ და გაივსება. პირველ აპრილს პირველ ვიზიტორს უკვე მივიღებთ. რაც შეეხება ფასებს, ამაზე ჯერჯერობით გავდივართ კონსულტაციებს. შეიძლება გაძვირდეს უმნიშვნელოდ, რადგან გადასახადები გაგვიორმაგდა. “

| Print |
FaceBook Twitter Google