კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მსოფლიოში 116 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 116 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 116 090 236 შემთხვევა გამოვლინდა, 2 580 580 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 65 624 876 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 28 894 784 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 522 876 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google