გომბორის გზაზე მსუბუქი მანქანების გადაადგილება აკრძალულია
ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე ინტენსიურად თოვს და ამ დროისთვის ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსია. როგორც speqtri.ge-ს საგზაო სამმართველოში განუცხადეს, უღელტეხილი დილის 4 საათიდან იწმინდება.                                                               "წუხელ 12 საათზე დაიწყო თოვა და ახლაც თოვს. გზის გაწმენდა დილის 4 საათიდან დავიწყეთ. პოლიციამ შეზღუდა ერთხიდიანი,მსუბუქი მანქანების გადაადგილება,მაღალი გამავლობის მანქანებისთვის მოძრაობა თავისუფალია,"-აღნიშნა თელავის საგზაო სამმართველოს წარმომადგენელმა თამაზ აბდულაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google