კორონავირუსის კიდევ 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 147 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა . ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 998-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.88 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.54 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.67%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 193 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 266 886-მდე. კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 591 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google