გურჯაანში მშობლების კონფლიქტის დროს 8 თვის ჩვილი დაიღუპა
გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე, ცოლ- ქმარს შორის დაწყებული დაპირისპირება ჩვილის გარდაცვალებით დასრულდა.

წინასწარი ინფორმაციით, ქმარმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა , როცა ქალს 8 თვის ჩვილი ხელში ეჭირა. დაპირისპირების დროს სავარაუდოდ, ასფიქსიით ბავშვი გარდაიცვალა.

ცხედარს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში უტარდება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
| Print |
FaceBook Twitter Google