კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით IDFI–მ სასამართლოს მიმართა
ინფორმაციული თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, IDFI-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს, ე.წ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. მათი განცხადებით ამავე საკითხზე, IDFI უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეიტანს საჩივარს.

„კომენდანტის საათის დაწესების შემდგომ საქართველოში ეპიდემიური თვალსაზრისით მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. საქართველოს მთავრობამ გააუქმა ან შეამსუბუქა თითქმის ყველა შემზღუდავი ღონისძიება გარდა კომენდანტის საათისა. კომენდანტის საათი არ არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ორდინარული ღონისძიება. მისი ეფექტები არსებით ზიანს აყენებს სხვა კონსტიტუციური უფლებებით დაცულ სფეროებს. მაგალითად, გამოხატვის თავისუფლებას, პროფესიული საქმიანობის განხორციელებას, ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, პირად ცხოვრებას. იშვიათი გამონაკლისების გარდა, კომენდანტის საათის ეფექტები ინტენსიურად ზღუდავს თითქმის ყველა კონსტიტუციურ უფლებას. სწორედ ამიტომ, როგორც აღინიშნა, კომენდანტის საათის გამოყენებისას სახელმწიფო თავისუფალი მოქმედების ფარგლები პირობა დადებულია ამ ღონისძიების გამოყენების მკაცრი საჭიროებით“,– აღნიშნულია განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google