ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
თელავში დედის,მამის და ბებიის მკვლელობისათვის ბრალდებულ ალექსანდრე აბრამიშვილის თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების დაცვის მხარე დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აღკვეთი ღონისძიები გარეშე დატოვებას ითხოვდა, რასაც მოსამართლე არ დაეთანხმა. სხდომას ესწრებოდა ბრალდებული, მან დუმილის უფლება გამოიყენა. შემდეგი სასამართლო სხდომა 27 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა 7 მარტს თელავში, გოშაძის ქუჩაზე მოხდა. 27 წლის ალექსანდრე აბრამიშვილმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას. სამივე მთგანი ადგილზე გარდაიცვლა. გამოძიება 11-პრიმა 109 მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ" ქვპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და 236- მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრებას ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google