უახლოეს დღეებში საქართველოში თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რაიონებში, დღეს მოსალოდნელია ჰაერის დაბალი ტემპერატურა და ნალექი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში +2, +12, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -2, +7გრადუსი სითბო. უწყების ინფორმაციით 12 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იქნება -6, +5 გრადუსი სითბო. დასავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა იქნება 0, +5 გრადუსი.

13 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარჩუნდება დაბალი ტემპერატურა და ნალექი. დასავლეთ საქართველოში ღამით მინიმალური ტემპერატურა იქნება -2, ხოლო მაქსიმალური ნიშნული +11 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში კი, ღამით ჰაერის ტემპერატურა -6°-მდე დაეცემა, ხოლო დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +5° იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google