კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე
საქართველოშია.
იუნისეფ-ის ინფორმაციით, საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით
მიიღო „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია –
43 200 დოზა, რომელიც დამზადებულია AstraZeneca-SKBio-ს (კორეის
რესპუბლიკა) მიერ.
ვაქცინა რეგიონებში გადანაწილდება. ვაქცინაციის დაწყება 15 მარტიდან
არის დაგეგმილი. თავდაპირველად, აიცრებიან სამედიცინო მუშაკები.
უახლოეს კვირებში საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600 დოზა
უნდა მიიღოს. მომდევნო ეტაპზე, იგეგმება „ფაიზერ-ბიოენტექის“ ვაქცინის
შემოტანაც.
მასალის გამოყენების პირობები