ბაზრობები და სავაჭრო მოლები დღეიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებენ
დღეიდან როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები მომხმარებლებს შაბათ-კვირასაც ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით; უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას შეძლებენ 15 მარტიდან; სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან; თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1-ლი აპრილიდან.
ამასთანავე, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

| Print |
FaceBook Twitter Google