კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 344 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 274 721 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 268 004, გარდაიცვალა 3 643 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google