კოვიდინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 159 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 89, კვლავ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 10, იმერეთში - 23, ქვემო ქართლში - 3, შიდა ქართლში - 12, გურიაში - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 6, კახეთში - 3, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 078, საიდანაც: 1 338 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. კარანტინის რეჟიმში - 211; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 358; კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 131;

| Print |
FaceBook Twitter Google