როდის უნდა აიცრან კოვიდგადატანილი ადამიანები
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, კოვიდგადატანილებმა ვაქცინა დაავადების გადატანიდან 120 დღის შემდეგ უნდა გაიკეთონ.
„კოვიდი მე გადავიტანე საკმაოდ მძიმე ფორმით. ოფიციალური ინსტრუქციით, კოვიდგადატანილებმა ვაქცინა უნდა გაიკეთონ, მაგრამ 120 დღის შემდეგ, ანუ გადატანიდან 4 თვის შემდეგ. მანამდე სასურველი არ არის და რატომ? დადგენილია, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ამ პერიოდის განმავლობაში იმუნიტეტი გიცავს, მართალია რეიმუნიზაციის შემთხვევები არის, მაგრამ იშვიათი. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ ვაქცინირებულებსაც ემართებათ კოვიდი და არც თუ იშვიათად. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ვაქცინა თავიდან გვაცილებს სასიკვდილო შემთხვევებს და ასევე, მძიმე შემთხვევებს“, - განაცხადა ცმან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეს დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google