ეს წელი კორონავირუსის დამარცხების წელი იქნება- პაატა იმნაძე
ეს წელი ნამდვილად იქნება ვირუსის დამარცხების წელი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ვაქცინა არ ვარგა. მინდა ასეთ ადამიანებს მივმართო, რომ ერთმანეთზე, ჩვენზე, სხვებზე იფიქრონ. გახსოვდეთ, როდესაც არ იცრები, საფრთხე ხარ სხვისთვის“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google