კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 128 პირი, გარდაიცვალა რვა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 652 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 449 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა ასე ნაწილდება: თბილისი 290 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 79, ქვემო ქართლი - 28, შიდა ქართლი - 29, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.81 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.52 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.45%.

| Print |
FaceBook Twitter Google