კახეთში წვიმიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე გათბება.

მცირედ ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც წვიმიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. +13 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4-მდე დაიწევს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /