კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიული, საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, თელავის
მუნიციპალიტეტში 2 პირი: 1996 წელს დაბადებული ი.უ. და 1995 წელს
დაბადებული ა.ნ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ი.უ.-ს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი
წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, რაც 3 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ა.ნ. კი ბრალდებულია წინასწარი
შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი
დანაშაულის ჩადენაში, რაც 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამინისტროს ცნობითვე, გამოძიებით დადგინდა, რომ თელავის
მუნიციპალიტეტში ა.ნ.-ს სქესობრივი კავშირი ჰქონდა 2006 წელს
დაბადებულ არასრულწლოვანთან. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა
არასრულწლოვნის ოჯახის წევრებისთვის, რის შემდეგაც გოგონაზე ძმამ
რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის
მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები