კორონავირუსის კიდევ 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 382 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 313 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 276 067 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 006, გარდაიცვალა 3 665 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 167 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 542 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 625 PCR ტესტით.

| Print |
FaceBook Twitter Google