კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.55 %
17 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.55 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.53 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი - 1.33%.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 276 436 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 384, გარდაიცვალა 3 674 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 747 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 503 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 244 PCR ტესტით.

| Print |
FaceBook Twitter Google