საქართველოში 291 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 170 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 85 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 9, იმერეთი - 22, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 2, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 5, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 545, საიდანაც: 1 460 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 291 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 204 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 6 401 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google