დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან
ყველაზე მეტი 265 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 42,
იმერეთში - 84, ქვემო ქართლში - 31, შიდა ქართლში - 20, გურიაში - 19,
სამეგრელო - ზემო სვანეთში - 26, კახეთში - 17, მცხეთა-მთიანეთში -
13, სამცხე-ჯავახეთში - 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 770,
საიდანაც: 1 467 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური
სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი. 179 ადამიანი მოთავსებულია
კლინიკურ-სასტუმროებში. 2 124 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 203 ადამიანი, თვითიზოლაციაში
იმყოფება 6 660 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები